“ასე რატომ გაგიკვირდათ არ მესმის, არ მეგონა ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა..” – ნახეთ რა დაუწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა კახი კალაძეს

0

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტზე, სადაც კახა კალაძე მისი დიაგნოზის შესახებ იუწყება, ჟორჟოლიანმა ასეთი კომენტარი დატოვა: “ჯანმრთელობა შენ”.
მომხმარებლების ნაწილმა კომენტარი ირონიულად მიიჩნია, ზოგმა თქვა, რომ განსხვავებულ რეაქციას არც ელოდებოდა, ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი დაწერა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი სავარაუდოდ, გულწრფელია, რადგან საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ჯანმრთელობის პრობლემები. ის ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოშიც შენიშნეს. “ჯერ ერთი არ ვიცი რომელ ამბავზე წერთ.
მასე მე გუშინ თოდუაშიც ვიყავი, მაგრამ სულ რომ ავად არ ვყოფილიყავი. ადამიანს გამოჯანმრთელება რომ ვუსურვო,

რა არის ამაში გასაკვირი. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები მიღმა ცხოვრებაა, მეგობრებო. ადამიანები ვართ, შვილები გვყავს, გვიხარია, გვწყინს. რა არის იმაში გასაკვირი, რომ კახის გამოჯანმრთელება მინდოდეს და ნებისმიერი ადამიანის, ვინც ავად არის. არის თემები, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა არ ვიცოდი. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” – დაწერა ჟორჟოლიანმა.
წყარო:ambavi.club

Share.