”ასე ორივემ მარტო როგორ დამტოვეთ…” – დიდი ტრაგედია ნინი შერმადინს ყველაზე ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა

0

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალური ქსელში დედის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“ნეტა კიდევ როდის შევხვდებით. ძალიან მომენატრებით… ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ასე უთქმელად… ძალიან მიყვარხართ. შეხვედრამდე მარადისობაში” – წერს დედაზე მომღერალი.
ნინის, გაზაფხულზე, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ მამა გარდაეცვალა.
“დღეს ჩემი ბავშვობა დამთავრდა, ვინღა მეტყვის მამას გულოო… ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ ვერ მოვდივარ რომ დაგემშვიდობო…

როგორ მომენატრები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. როგორ მტკივა ყველაფერი …. შევხვდებით აუცილებლად, მაგრამ ჯერ არა.

მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი გქვია” – წერდა ნინი მაისში.წყარო:bednierebis.club

Share.