“ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ … ქართველები ხართ?… – მოულოდნელობისგან სისხლი გამეყინა” ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ახლა თქვენ წა­ი­კი­თხავთ, გულ­გრილს არა­ვის არ დაგ­ტო­ვებთ

0

ეს არის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 2008 წელს ერაყ­ში, ვა­სი­ტის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის II ასე­უ­ლის (OPERATION IRAQ FREEDOM ოპე­რა­ცია) ერთ-ერთ რი­გით ჯა­რის­კაცს, ერ­მი­ლე ნემ­სა­ძეს გა­დახ­და თავს.
“მახ­სოვს ერაყ­ში ავ­ტო­ბუ­სი გა­ვა­ჩე­რეთ, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან მო­დი­ო­და, ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და რომ ირა­ნი­დან “კა­მი­კა­ძე­ბი” და ასა­ფე­თე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბი შე­მო­დი­ო­და. ფრთხი­ლად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით რომ “სი­ურპრი­ზი” არ მო­ე­წყოთ, ქა­ლებს ვთხო­ვეთ ცალ­კე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ რათა ავ­ტო­ბუ­სი გაგ­ვე­ჩხრი­კა, კა­ცე­ბი მე­ო­რე მხრეს გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ისე რომ ავ­ტო­ბუ­სი მო­ფა­რე­ბო­დათ და მათი ჩხრე­კა ქა­ლებს არ და­ე­ნა­ხათ (არ დაგ­ვემ­ცი­რე­ბია, ქა­ლის თვალ­ში მა­მა­კა­ცე­ბი.)

რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი ავ­ტო­ბუ­სის შე­მოწ­მე­ბას შე­უდ­გა, ორმა მგზავ­რი კა­ცე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი და­ზღვე­ვა­ზე ვი­დე­ქით და ყვე­ლა მათ­განს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით, რათა უცა­ბე­დი ქმე­დე­ბა რ გა­მოგვპა­რო­და. ყვე­ლა ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, მგზავ­რე­ბიც და ჯა­რის­კა­ცე­ბიც. მხო­ლოდ ორი მგზავ­რი იცი­ნო­და, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ფე­ხებ­ზე კი­დი­ა­თო, ამ უც­ნა­ურ­მა ქცე­ვამ ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, და და­ვი­ძა­ბეთ, ვი­ცო­დით ასე თვით­მკვლე­ლე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ სიკ­ვდი­ლის წინ, და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია, სას­ხლეტ კა­უ­ჭებ­ზე თი­თე­ბი მო­ვამ­ზა­დეთ, სა­ეჭ­ვო ქმე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა გვქონ­და გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე გვეს­რო­ლა, მაგ­რამ აბა რო­გო­რი სას­რო­ლი იყო თუ 100% ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იყა­ვი. ნერ­ვულ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მა­შინ მი­აღ­წია, რო­დე­საც მჩხრე­კა­ვე­ბი ამ ორ ახალ­გაზ­რდას­თან მი­ვიდ­ნენ შე­სა­მოწ­მებ­ლად. არა­ბუ­ლად ნა­ძა­ლა­დე­ვად ნას­წავ­ლი სი­ტყვე­ბი ძლივს წარ­მოთ­ქვეს ბი­ჭებ­მა “სი­ე­რა სა­ნა­ვეი”, “სლაჰ მაქუ?” (ანუ სა­ბუ­თე­ბი გაქვთ? ია­რა­ღი ხომ არ გაქვთ? ) სტან­დარ­ტუ­ლი კი­თხვა გვე­ვალ­დე­ბუ­ლე­ბო­და ინ­სტრუქ­ტა­ჟით.

ახალ­გაზ­რდებ­მა გა­მოგ­ვხე­დეს ბედ­ნი­ე­რი სა­ხით და გვი­თხრეს:

– ქარ­თვე­ლე­ბი ხართ? (ძვე­ლი ქარ­თუ­ლი დი­ა­ლექ­ტით) მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან სის­ხლი გა­მე­ყი­ნა, ვი­ფიქ­რე რა­ღა­ცას ან გვი­ჩა­ლი­ჩე­ბენ ანდა სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი-თქო.

– “კიი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ.” რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ძლის წარ­მოთ­ქვა ერ­თერ­თმა ჩვენ­გან­მა.

– “ჩვენც ქარ­თვე­ლე­ბი ვართ,” გვი­პა­სუ­ხეს უც­ნა­ურ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა. ყვე­ლა გა­შეშ­და თით­ქოს წა­მით ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა სად ვი­ყა­ვით და რას ვა­კე­თებ­დით.

“კი­მაგ­რამ სა­ი­დან სად, აქ რა გინ­დათ, ამ უდაბ­ნო­ში?” ძლივს წარ­მოთ­ქვა ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა.

-“ჩვენ ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ მე­ქა­ში მივ­დი­ვართ სა­ლო­ცა­ვად” დრო­შით ვი­ცა­ნით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მივ­ხვდით, რომ ქარ­თვე­ლებ­მა გაგ­ვა­ჩე­რეთ, არ ვართ ტე­რო­რის­ტე­ბი, მომ­ლოც­ველ­თა ავ­ტო­ბუ­სია ირა­ნი­დან არა­ბეთ­ში მივ­დი­ვართ სა­ლო­ცა­ვად, გაგ­ვი­ხარ­და რომ და­გი­ნა­ხეთ. ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით გივ­თხრა ერთ-ერ­თმა, მე­ო­რე ისე გემ­რი­ა­ლად იცი­ნო­და, ღმერ­თო, ყვე­ლა ასე გა­ა­ხა­რე ქარ­თვე­ლის და­ნახ­ვა­ზე…

ყვე­ლას დაგ­ვა­ვი­წყდა სად ვი­ყა­ვით , თით­ქოს ღვიძ­ლი ძმე­ბი გვე­ნა­ხა ამ ცხელ მი­წა­ზე ისე გაგ­ვე­ხარ­და, მჩხრე­კა­ვე­ბი სი­ხა­რუ­ლი­დან ისე სწრა­ფად გა­და­ეხ­ვივ­ნენ, ფე­რე­ი­და­ნელ ბიჭს, თით­ქოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნა­ხეს, ისი­ნიც ქარ­თუ­ლად გა­და­ეხ­ვივ­ნენ უც­ნობ ქარ­თვე­ლებს, დამ­ზღვე­ვებ­მა ძლივს შე­ვი­კა­ვეთ თავი.

“თეთ­რი შუ­რით” მჩხრე­კა­ვე­ბის შეგ­ვშურ­და, მაგ­რამ კონ­ტრო­ლი­დან გა­მოს­ვლას შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლა და­ვე­ღუ­პეთ, სხვა მგზავ­რე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ, ვერ გა­ე­გოთ რა ხდე­ბო­და, ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა წა­მო­ი­ძა­ხა “ჰი­მა­ლა ბუს” (დამ­ტვრე­ულ არა­ბულ ინ­გლი­სუ­რით ნიშ­ნავ­და “ბედ­ნი­ე­რად ავ­ტო­ბუ­ში ას­ვლას”) ქარ­თვე­ლე­ბი დავ­ტო­ვეთ, სა­თი­თა­ოდ გა­დავ­კოც­ნეთ, მო­ვე­ფე­რეთ, ცრემ­ლი მოგ­ვე­რია ორი­ვე მხა­რეს.

გა­მოვ­კი­თხეთ ფე­რე­ი­და­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წუთი შე­ვა­ჩე­რეთ, სა­ნამ თი­თო­ე­ულ­მა იქ მყოფ­მა ქარ­თველ­მა ჯა­რის­კაც­მა არ შე­იგ­რძნო თა­ნა­მა­მუ­ლის სიბო და ჩა­ხუ­ტე­ბა. შემ­დეგ კი რე­ა­ლო­ბის დრო დად­გა, ფე­რე­იდ­ნე­ლი ძმე­ბი ავ­ტო­ბუს­ში ავა­ცი­ლეთ და ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნი­დან “კონ­ვო­ით” გა­ვა­ცი­ლეთ.

Share.