ხათუნა ჟორდანია უკვე რამდენიმე თვეა, რაც მძიმე სენს ებრძვის. მკურნალობის მთავარ კურსს თვეების განმავლობაში ისრაელში გადიოდა, პანდემიამდე კი საქართველოში დაბრუნდა და ქიმიოთერაპიის კურსი აქ დაასრულა.
საბედნიეროდ, ცნობილი სახე არაჩვეულებრივად გამოიყურება, თავს კარგად გრძნობს და ის სხვადასხვა ღონისძებებსაც ესწრება.
ნინი ქარსელაძის უახლოესმა მეგობარმა, ლიკუნა რევიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხათუნას ახალი ვიდეო და ემოციური სტატუსი დაწერა, რაზეც თავად ხათუნამაც უპასუხა:
“ლიკუნა, შენი და უამრავი ადამიანის კეთილი სურვილებით, კარგად ვიქნები. ძალიან ბევრ წერილს ვიღებ, ნაცნობებისგან და კიდევ უფრო ბევრს, უცხო ადამიანებისგან. ყველა, ერთმანეთზე უფრო თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე. თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგენთ, როგორ მაბედნიერებს თითოეული თქვენი იმედიანი სიტყვა და სურვილი.
როგორი დიდი ბედნიერებაა, როცა ამდენი ადამიანი გამხნევებს, გლოცავს და ასეთ ზღვა სიყვარულს გიგზავნის!!! დიდი მადლობა ყველას, ვისაც ერთხელაც კი გაეფიქრა ჩემზე და კეთილი აურა გამომიგზავნა. უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს. თქვენთან ერთად კი ძალიან ადვილად და სწრაფად გადავლახავ ყველაფერს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მიყვარხართ…” – წერს ხათუნა სოციალურ ქსელში.
წყარო: AMBEBI.GE