“ასეთი ახალგაზრდა მამაკაცის გული გაჩერდა უცხო ქვეყანაში..” – ნახეთ ამერიკაში ქართველი ემიგრანტი მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა (ფოტო)

0

ცოტახნის წინ ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოც ქსელში მისი ახლობელი ნინე ულუმბელაშვილი წერს.
”იმდენი წლის წინ გაგიცანი არც მახსოვს…
თეთრი, ცისფერთვალება, ქერა და სუსტი… არ მეგონა შენზე მაღალი და სიმპატიური ბიჭი თუ დადიოდა სადმე…თოკო(ღვინჭიპა, ასე ეძახდი ჩემ ძმას) რომ გაჩნდა და მამაშენმა მონათლა, მერე უფრო დავახლოვდით…სიგუა ნამცხვრები, მაწვნიანი მაკარონი, ჩემი და ქეთიას გამომცხვარი ტორტები…წუწაობა და მუდმივად ჩემი კივილი, არ გამწუწოთ…დაუსრულებელი ჯოკერის თამაში, მეზობლის ყანიდან სიმინდების მოპარვა, გათენებამდე ეზოში, ჩვენი წითელი ტყემლის ძირას ჯდომა, თუმცა

შენ ჰამაკში კოტრიალობდი ძირითადად…მამაჩემს სიგარეტს უჩანაგებდი.

სხვათაშორის, პირველად სიგარეტი შენ და იასონმა გაგვასინჯეთ მე და ჩემს დას, რა გოიმები ხართო გვეუბნებოდი, თბილისში ყველა ეწევა, თქვენ “ნაპასის” დარტყმაც არ იცითო.(ახლა თუ არ, ვერასოდეს გავბედავდი ამის თქმას)

ცოტახნის წინ მესენჯერში დამირეკე, გამომკითხე ყველაფერი, ჩემს ოჯახზე, ქმარზე, ჩემს საქმიანობაზე გულიანად, მეგობრულად, დიდი სიყვარულით…სულ სხვა სითბო აქვს ასეთი შინაურის მოკითხვას, წარსულში რომ გაბრუნებს, პრობლემებს გავიწყებს, ცხოვრების ყველაზე უდარდელ წუთებს გახსენებს…კიდე შეგეხმიანები ნინაჩკა, როცა თავისუფალი დრო მექნებაო…
აღარ იქნება ეგ დრო…ასე ახალგაზრდას
და სიცოცხლის ხალისით სავსეს, უცხო ქვეყანაში გული გაგიჩერდა…

ჩემი გულის იმ კუთხეებს, სადაც ახლობელი ადმიანების წასვლით მიყენებული ტკივილი ფლეთს, შენი წილი სიმწარე მიემატა…
იმიერში იქნებ ნახო სამუდამო სიმშვიდე, ჩემო საუკეთესო მეგობარო…

გიორგი ცქიტიშვილი, ჩემი ნათესავი და მეგობარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 40 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა…” – წერს ნინე ულუმბელაშვილი.წყარო:geoambebi.com

Share.