“არ ხარ მარტო! ნამტირალევი ხარ, მაგრამ მაინც უნდა..” – ნახეთ სანდრა რულოვსის სულისშემძვრელი ვიდეო

0

გუშინ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, დედამ და ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისათვის ევროპარლამენტში ისაუბრეს მასზე. მათი თქმით მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კითხვაზე თუ როგორი პირველი ლედი იყო სანდრა რულოვსი – ყველას თამამად შეუძლია თქვას რომ ის იყო იდეალური პირველი ლედი.

“მარტო არ ხარ, ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ცუდი პრესა, დისკრედიტაცია. ხან თმა არ გაქვს დავარცხნილი, არ ხარ ფორმაში, ნამტირალევი ხარ, მაგრამ მაინც უნდა გახვიდე ხალხში, რადგან შენ ხარ სიმბოლო, რეპრეზენტაბელური ფუნქცია გაქვს” , – იხსენებდა ის წლების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანთან გულახდილ ინტერვიუში.

Share.