“არ ჭამს თუ ვერ ჭამს ორივე თანაბარი სირთულის კლინიკური პრობლემაა და ამოცანის ამოხსნა, პაციენტის საუკეთესო ინტერესებში, ექიმის პროფესიული ვალდებულებაა” – ნანა გეგეჭკორი „ვივამედს“

0

ექიმი ნანა გეგეჭკორი „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება:
„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი თუ “არ ჭამს” და გამიზნულად იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რასაც მძიმე კახექსიამდე მიყავს, ეს ისეთივე დიდი საექიმო შეცდომის შედეგია, როგორც ნებისმიერი სხვა დიაგნოზის ვერ ამოცნობა.

გამიზნული თვითდაზიანების მცდელობასაც ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარება განაპირობებს, მისი ამოცნობა და სწორი მკურნალობაც ისეთივე საექიმო ვალდებულებაა, როგორც მაგალითად აპენდიციტის ან ნებისმიერი სხვა დაავადების.

სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად და უპირობოდ ეკისრება პასუხისმგებლობა მისი მართვის პროცესში ჩართულ ექიმთა ჯგუფს და კლინიკის მართვაში მინაწილე ნებისმიერ პირს. ეს აქსიომაა, რამე მაღალი ინტელექტი არ სჭირდება ამის გაგებას.

“ვერ ჭამს” თუ “არ ჭამს” ორივე, თანაბარი სირთულის კლინიკური პრობლემაა და ამოცანის ამოხსნა, პაციენტის საუკეთესო ინტერესებში, ექიმის პროფესიული ვალდებულებაა.“
წყარო: ალია

Share.