“არ მძინავს საერთოდ,რამდენიმე წუთში მიწას უნდა მიებაროს სადისტურად მოკლული ყოფილი ქმრისგან,ყველა ვამჩნევდით რომ..”

0

,,ისევე, როგორც ბევრ თქვენგანს, რამდენიმე ღამეა, ნორმალურად არც მე მძინავს….
რამდენიმე წუთში მიწას უნდა მიებაროს ჩემი შვილიშვილის მეგობრის დედიკო – სადისტურად მოკლული ყოფილი ქმრისგან,…. 😔😥😔
ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მოკრძალებული ღიმილითა და მისალმებით შემოიფარგლებოდა…
შორიდან ვიცნობდი…
რასაც ყველანი ვამჩნევდით, იყო ის, რომ მისი სუნთქვა, მისი ყველა ფიქრი, ოცნება, პატარა ენდითი იწყებოდა და სრულდებოდა.

მოძალდე მამაკაცებს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რჩებათ მხედველობიდან: მათი ძალადობის მსხვერპლი ქალები ხომ ამავე დროს დედები არიან! დედები, რომელთა გარეშეც სიცოცხლის გაგრძელება ბნელ ოთახში ხელის ფათურით სიარულივითაა მათი შვილებისთვის. პატარა ენდისაც დღეიდან სიბნელეში ხელის ფათურით უწევს ცხოვრების გაგრძელება…

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი საქართველო ენდის ქომაგია, მას დედას ვერავინ შეუცვლის….

ბოლო 6 წელიწადში 200-ზე მეტი ქალი ემსხვერპლა საქართველოში ფემიციდს….

რატომ? რისთვის? როგორ? ძირითადად საზოგადოება თანაგრძნობის პოსტებით შემოიფარგლება….

იქნებ მეტად ვმობილიზდეთ, რა კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება გადავდგათ თითოეულმა ჩვენგანმა მსგავსი ძალადობის პრევენციისათვის?

მე ვესაუბრე სახალხო დამცველის ცენტრალურ და ადგილობრივ ოფისებს Ana Lobjanidze Madona Basiladze

ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” ვიწყებთ მასშტაბურ კამპანიას ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ქალთა კლუბებში:

14 ივლისს 16.00-ზე დემოკრატიის ჩართულობის ცენტრებში ჩავატარებთ დისკუსიას, სადაც მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს: მსგავს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზავიებს, სახალხო დამცველის აპარატს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფაფის ადმინისტრაციას, პატრულის თანამდრომლებს და ა.შ.

ყველა უნდა დავდგეთ ერთად, რომ მაგავსი ფაქტების პრევენცია მეტად შესაძლებელი გაცდეს ხვალ თუ ზეგ…

p.s. ბევრი კომენტარი წავიკითხე, მოძალადის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სასჯელის ეს ზომა სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს….. თუმცა ჩვენი ქალთა ორგანიზაცია დავიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ინიცირებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებას კანონში ცვლილების შეტანისთან დაკავშირებით, რომ ფემიციდის კვალიფივირებისას პატიმრობას წინ სიტყვა “უვადო” დაემატოს!

😔😔😔😔” – წერს ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი.

30 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ სასიკვდილოდ 1 ივლისს გაიმეტა.

მამაკაცსლი ცხელ კვალზე დააკავეს, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
წყარო:dainteresdi.club

Share.