“არ მომწონს ის დამოკიდებულება რაც რუსების მიმართ აგორდა საქართველოში..” – ნახეთ ხათუნა ჟორდანაის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0

“აქ შემოსვლა აღარ მინდა, ისეთი სიძულვილი ტრიალებს. ამიტომ დღეს მაქვს დრო და უნდა გავწმინდო ჩემი ფეისბუქსივრცე” – წერს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე. იქვეა ხათუნა ჟორდანიას კომენტარი: იმედია, ჩემი რუსი ბებიის გამო, არ წამშლიო. ბუნებრივია, იუმორნარევ კომენტარს რეაქციები მოჰყვა.ხათუნა ჟორდანია: სპეციალურად არ შევდივარ ფეისბუქში, რადგან არ ვნახო ის რაც დღეს ხდება. მე ხათუნა ჟორდანიას, რომელსაც ორი ერის სისხლი მაქვს, არ მომწონს ის

კატეგორიული განწყობა რაც რუსების მიმართ აგორდა საქართველოში. ორი აზრი არ არსებობს, რომყველას მსგავსად, ომი მეც მძულს, გული მიჩერდება იმ საშინელ ამბებზე, რაც უკრაინელ ხალხს ჭირს. მაგრამ ერთი მანიაკის გამო, მთელი რუსი ხალხის შეძულება, მგონია, რომ შეცდომაა. ჩემი სუბიექტური მოსაზრება ესაა. ეს იგივეა, რომ ვინმეს, საზღვრებს გარეთ სძულდეს სააკაშვილი, ან ივანიშვილი და მათ გამო, მთელი საქართველო და ქართველები შეიძულოს. რუსი ხალხის ან ნებისმიერი ერის მიმართ, ისეთი კატეგორიული დამოკიდებულება, რომ უნდა ჩავქოლოთ და გავაძევოთ, ზედმეტი და ჩვენგან არასწორია. ჩვენ ხომ კეთილმოსურნე, სტუმართმოყვარე ერი ვართ.თეონა კონტრიძეს, რომელთან ერთადაც გავიზარდე, არაჩვეულებრივი რუსი ქმარი ჰყავს. აქ რომ ჩამოვლენ, ვინმემ უნდა გაბედოს და ქუჩაში შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს? და ეს სწორია? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ საქართველოში ჩამოსული რუსი ეროვნების ადამიანები ქართველებმა დაჩაგრონ.
წყარო:statiebi.club

Share.