“არ მინდა რომ ისე ამომასხას რაც ვიცი საჯაროდ გამოვფინო..” – ნახეთ ინგა გრიგოლიას გაფრთხილება

0

ინგა გრიგოლია თბილისში მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების გამოკვრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“როგორ არ მინდა, ერთ მშვენიერ დღეს ისე ამომასხას, რომ რაც ვიცი და რასაც ჩემივე გულში ვინახავ, საჯაროდ გამოვფინო. ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს ცხოვრებაში (მეგობრობას, თუნდაც წარსულში, ურთიერთობებს და მოგონებებს) და ბევრ რამეს არ ვკადრულობ, თუმცა,

ქალაქში გამოკრული სისხლიანი პლაკატები რომ ვნახე, მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით, პირველად გავიფიქრე, რომ შემოტევები თუ გაგრძელდება ჩვენზე, ვეჭვობ, უფრო მეტის მოყოლის სურვილს გამიჩენენ ზოგიერთები (მტკიცებულებების დართვით) და ძალიან გაიშარებიან… ხოდა, გაკავდით და სახეს საბოლოოდ ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგინებთ!!!

მუქარები არაა ჩემი სტილი და არც ეხლა ვიმუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებთ.. არც ჩანაწერების გასაჯაროებაა ჩემი სტილი, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ და დამიჯერეთ, ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებით, ვინც ახლა ჩვენ წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში მონაწილეობთ და კიდევ უფრო გაშარავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვისი დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში ხართ ჩართულები. იმედია, კარგად გაიგეთ. კარგად ბრძანდებოდეთ!”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

Share.