“არ მინდა ზამთარში გარდავიცვალო,ჩემი შვილის გვერდით ჩემი მეუღლე იქნება..” – ნახეთ თეა წულუკიანის ძალიან ემოციური განცხადება

0

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი ბავშვობის, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპებისა და ფიქრების შესახებ ისაუბრა.
კულტურის მინისტრი ამბობს, რომ რადგან ფიზიკურად ყოველთვის პატარა იყო, ფიზკულტურის გაკვეთილზე ყოველთვის ბოლოში იდგა.
წულუკიანი ამბობს, რომ ის ძალიან პატრა, მოკრძალებული და ბეჯითი ბავშვი იყო და მუდმივად დაფასთან იდგა.
ფიქრობს, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია იმაზეც დაფიქრდა, რამდენად სწორად აირჩია პროფესია.
თავს ძალიან კარგ დედად მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, მინისტრს, რომელმაც შვილი 42

წლის ასაკში გააჩინა დედობრივი შიში გაუჩნდა. წულუკიანი მუდმივად ფიქრობს თუ როდემდე შეძლებს მისი შვილის გვერდით ყოფნას.„როდესაც 42 წლის ასაკში შვილი შემეძინა, თითქოს ვინანე – რატომ არ ავირჩიე ექიმის პროფესია. მომეჩვენა, რომ ამას კარგად შევძლებდი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი როდესაც გაჩნდა მერიკო. მე ვფიქრობ და მგონი, ყველა ქალი, რომელმაც შილი გვიან ასაკში გააჩინა ფიქრობს, თუ როდემდე შევძლებთ ჩვენ შვილთან ერთად ყოფნას და ვიპოვე ძალიან კარგი გამოსავალი, რადგან ქმარი მყავს 9 წლით უმცროსი, ამიტომ როდესაც მე აღარ ვიქნები მას ეყოლება მამა… ძალიან არ მიყვარს ზამთარი და არ მინდა ზამთარში რომ გარდავიცვალო, არ მესიამოვნება-თქო ვამბობ და ჩემი ახლობლები მპასუხობენ, ან გაიგებ, ან არაო და ამიტომ ამისი ძალიან მეშინია“, – ამბობს თეა წულუკიანი „პოსტ ალიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.წყარო:dainteresdi.club

Share.