„არ მადარდებს იქ რა დამხვდება, აღარ შემიძლია სიკვდილი ძალიან მინდა” – ნახეთ ბაჩალაიშვილის რა ვიდეო აჩვენეს ჟურნალისტებს

0

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო-სელფში ამბობს, რომ სიკვდილი სურს თუმცა ვერ ბედავს, რადგან ოჯახის წევრები ეცოდება. ჩანაწერი ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში დახურულ კარს მიღმა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს.
ბაჩალიაშვილი, ასევე აღნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი თუ არ იქნება თავს მოიკლავს.

„მეცოდებიან და ვერ ვიკლავ თავს, ისიც არ მადარდებს იქ რა დამხვდება, ძალიან ცუდად ვარ და სიკვდილი შვება იქნებოდა და ძალიან მინდა. არ ვიცი როდემდე გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი თუ ვერ გავუძლებ, მაპატიეთ გადაიტანთ”- ამბობს თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეო მიმართვაში.

ინფორმაციისთვის 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

Share.