“არ იქნება სწორი ჩემი აქ დარჩენა და გაჩერება..” – ნახეთ გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის

0

„არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი“ – გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თქვა.
„დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, ექიმების დახმარება.უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ

ამ გუნდს შევუერთდე. ჩემს მეგობრებთან ერთად, გადაცემის წამყვანებთან ერთად გადავწყვიტეთ ჩავიდეთ და დავეხმაროთ ხალხს.
ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა“, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო:

Share.