“არ დამიხოცოთ შვილები! თუ გინდათ მე მომკალით, ამჩეხეთ, ამკუწეთ” – მიმართავს მუხლებზე დაჩოქილი ქალი თანასოფლელებს, საშიში ვირუსის გამავრცელებელი პატიებას ითხოვს

0

„გავიგე, რომ ჩემი სახლის დაწვა გინდათ, აპირებთ, რომ გაუსწორდეთ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს…
არ დამიხოცოთ ისინი, თუ გინდათ მე მომკალით, ამჩეხეთ, ამკუწეთ, თუ ამით რამე შეიცვლება“ – მიმართავს მუხლებზე დაჩოქილი ქალი თანასოფლელებს.

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 29–30 მარტის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: უკრაინელი ქალი მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს პატიებას თანასოფლელებს იმისთვის, რომ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაცია არ გაიარა და სოფელში კორონავირუსის ინფექცია გაავრცელა. ამ მიზნით მან ვიდეო ჩაწერა და YouTube-ზე გამოაქვეყნა. ჩანაწერში ქალი ამბობს: „გავიგე, რომ ჩემი სახლის დაწვა გინდათ, აპირებთ, რომ გაუსწორდეთ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს. მეც და ჩემი შვილებიც უკვე განვიკურნეთ. არ დამიხოცოთ ისინი, თუ გინდათ მე მომკალით, ამჩეხეთ, ამკუწეთ, თუ ამით რამე შეიცვლება. პატიებას გთხოვთ ყველას“

Share.