“არ გრცხვე­ნია?რეებს წერ? ვეჭ­ვობ­დი, მაგ­რამ ასეთს არც მო­ვე­ლო­დი..” – ნახეთ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ნადირაძე?

0

ტელეკომპანია ”მთავარის” დირექტორი ნიკა გვარამია და ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ.
ნიკა გუშინ უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ალექ­სეი და­ნი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას გამოეხმაურა. ”დიდი ბო­დი­ში ახლა, მაგ­რამ უკვე ნა­მე­ტა­ნია. ცოტა “და­ხო­ცი­ლებ­ში შეგ­ვე­ხი­დეთ, თქვე­ნიც მოკ­ვდეს ერთი ორი” მო­წო­დე­ბაა. თან, არა­ვის ეს არ აწყობს, რუ­სე­თის გარ­და. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც უკ­რა­ი­ნუ­ლა­დაა ნათ­ქვა­მი, არც სწო­რია და არც სა­მარ­თლი­ა­ნი.” – წერდა ნიკა. სწორედ ამ პოსტზე დაუკომენტარა მაია ნადირაძემ. დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:

მაია ნა­დი­რა­ძე:

“მარ­ტო ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­რე­მოც­ვა გყავს ასე­თი, რომ შენი ტვი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებს… რომ ეს ნათ­ქვა­მი “ და­ხო­ცი­ლებ­ში შე­ხი­დე­ბაა” და სხვა არა­ფე­რი…ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბი შენ­თან კა­მათს, მაგ­რამ ამის გა­ტა­რე­ბა ჩემ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. რავი, და­ფიქ­რდი მა­ინც – ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად “ და­ხო­ცი­ლებ­ში შე­ხი­დე­ბაა”?! “ქო­ცხრო­ვას” რომ არა­ფე­რი შე­უძ­ლია ვი­ცით, მაგ­რამ შენი ( რო­გორ­საც მე ვიც­ნობ­დი) პო­ლი­ტი­კუ­რი “გაპ­რა­ვე­ბა” რაში წე­რია, მა­გას ვე­რას­დროს მივ­ხვდე­ბი”.

ნიკა გვა­რა­მია:

“სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რია, მაია. გმად­ლობთ. “ქო­ცხრო­ვა” რომ გყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სა­ომ­რად მი­დი­ხარ, ეგ ცალ­კე სა­კი­თხია.

p.s. გა­რე­მოც­ვა ჯო­ბია შენ გა­ი­ჩი­ნო, რო­მე­ლიც გე­ტყვის რომ კან­ტის კა­ტე­გო­რი­უ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვე­ბით არ იღა­ღა­დო”.

მაია ნა­დი­რა­ძე:

“ჩემი შენ გი­თხა­რიო და გული მო­გი­კა­ლიო. რა­კი­ღა აგ­დე­ბუ­ლი ტონი აირ­ჩიე, კი იმ­სა­ხუ­რებ შე­სა­ბა­მი­სად გი­პა­სუ­ხო, მაგ­რამ ახლა მე­ზა­რე­ბა “უშეც­დო­მო და შე­უ­პო­ვა­რი” მებ­რძო­ლის სიმ­ბო­ლოს­თან პა­ექ­რო­ბა.ჩემი გა­რე­მოც­ვა რომ არ მოგ­წონს და სა­კუ­თა­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ხარ, ეგ ცალ­კე ამ­ბა­ვია…”

ნიკა გვა­რა­მია:

“არც ვა­პი­რებ ამ დის­კუ­სი­ის გაგ­რძე­ლებს. შენი კო­მენ­ტა­რის ტონს შე­ხე­დე და მერე მე­ლა­პა­რა­კე ტონ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა შენს გა­რე­მოც­ვას, არც ვი­ცო­დი თუ გყავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა უშეც­დო­მოს და შე­უ­პო­ვარს, უშეც­დო­მო არა­ვინ არაა, შე­უ­პო­ვა­რი ნამ­დვი­ლად ვარ. აი, შენ სად ხარ და რა ხარ, სხვე­ბის ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლის გარ­და, მა­გა­ში გა­ერ­კვიე და მერე და­ა­რი­გე ჭკუა სხვებს და მო­თხო­ვე მოქ­მე­დე­ბა, სა­კუ­თარ ტახ­ტზე მო­კა­ლა­თე­ბულ­მა”.

მაია ნა­დი­რა­ძე:

“უი­მეე, სად გინ­და რომ ვიყო?! ოდეს­მე რა­მე­ზე უკან და­მი­ხე­ვია? რე­ებს წერ? შენ რო­გორ მე­უბ­ნე­ბი მა­გას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცი ჩემ­ზე?! შენ ხარ სა­ერ­თოდ?! ალ­ბათ სხვა წერს შენს მა­გივ­რად, იმი­ტომ რომ წე­სით უნდა იცო­დე, კან­ტის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი დამ­რი­გე­ბულ ან კა­ტე­გო­რი­ულ ტონს კი არ ნიშ­ნავს, არა­მედ მო­რალს, რო­გორც იმ­პე­რა­ტი­ულ კა­ტე­გო­რი­ას ცხოვ­რე­ბა­ში. ეს რომ აღარ გახ­სოვს იმი­ტომ ვართ იქ სა­დაც ვართ”.

ნიკა გვა­რა­მია:

“არ ვა­პი­რებ მაია დის­კუ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. ჩემი შენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ყვე­ლა­ფერ იმის გამო, რაც ერ­თად გაგ­ვივ­ლია. კან­ტი მე წა­კი­თხუ­ლი მაქვს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. მო­ყო­ლით არ ვიცი. ვერ ვი­ტყო­დი, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი, ისე…”

მაია ნა­დი­რა­ძე:

“ნუ, ხი­და­შე­ლი- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი – ბე­სე­ლია – ხუ­ხაშ­ვი­ლის და იგე­ნის კიდო დო­ნეს ვერ ვქა­ჩავ, მარა უინ­ტე­ლექ­ტო­ბას არ უჩი­ვი­ან. უბ­რა­ლოდ, მა­გათ­სა­ვით კრა­მი­ტებს ვერ ლე­წა­ვენ. თქვენ­სა­ვით მეც კი მყავს ხიხო და­მარ­ცხე­ბუ­ლი”.

ნიკა გვა­რა­მია:

“შენ ვის დო­ნეს ქა­ჩავ, რაზე არ და­გი­ხე­ვია და ვინ და­გი­მარ­ცხე­ბია, კი­დევ რა გა­გი­კე­თე­ბია, ეგ არა­ვინ იცის, მას მერე, რაც სად იყო და სად არა, ენერ­გე­ტი­კის რე­გუ­ლი­რე­ბის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­დი. თბილ სახ­ლში ზი­ხარ, კომბლებს თლი და ჭერ­ში აწყობ. კი­დევ მო­რა­ლის­ტობ გა­უ­თა­ვებ­ლად და, ში­გა­და­შიგ, ტრამ­პი რა დი­დე­ბუ­ლია, ამ ბოდ­ვას ავი­თა­რებ. მო­კი­თხვა ბა­ი­დე­ნის­გან და იმათ­გან, ვინც შე­უ­პოვ­რად იბ­რძვის და დი­ვა­ნის სი­მაღ­ლი­დან არ გად­მო­ყუ­რებს სამ­ყა­როს”.

მაია ნა­დი­რა­ძე:

“ჰოო, ვე­რაა შენი საქ­მე კარ­გად. ვეჭ­ვობ­დი, მაგ­რამ ასეთს არც მო­ვე­ლო­დი.უბ­რა­ლოდ, არ გრცხვე­ნია? ეს რე­ე­ბი და­წე­რე?”

ნიკა გვა­რა­მია:

“შენ პირ­ველ კო­მენ­ტარს მი­უბ­რუნ­დი, მერე და­ნარ­ჩე­ნებს გა­და­ხე­დე და სირ­ცხვილ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ. მსგავ­სი ჩემ­თვის კაი ხა­ნია არა­ვის მო­უ­წე­რია. “მარ­ტო ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­რე­მოც­ვა გყავს ასე­თი, რომ შენი ტვი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებს … შენი ( რო­გორ­საც მე ვიც­ნობ­დი) პო­ლი­ტი­კუ­რი გაპ­რა­ვე­ბა რაში წე­რია, მა­გას ვე­რას­დროს მივ­ხვდე­ბი…. ახლა მე­ზა­რე­ბა “უშეც­დო­მო და შე­უ­პო­ვა­რი” მებ­რძო­ლის სიმ­ბო­ლოს­თან პა­ექ­რო­ბა. თქცვენ­სა­ვით მეც და­ვამრცხე ხიხო”, ამე­ე­ბის მომ­წერ­თან, პა­ექ­რო­ბის კი არა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ სა­ერ­თოდ.

p.s. “ჰოო, ვე­რაა შენი საქ­მე კარ­გად. ვეჭ­ვობ­დი, მაგ­რამ ასეთს არც მო­ვე­ლო­დი”. აქ სა­ერ­თოდ კო­მენ­ტა­რიც ზედ­მე­ტია. რა­ღა­ზე უნდა გე­ლა­პა­რა­კო ან რა­ტომ?”

Share.