“არ გამიკეთებია ეს მადლობისთვის..” – ნახეთ იმედის დატოვების შემდეგ, კახა კინწურაშვილი მიმართვას ავრცელებს

0

„მომავალს გვართმევენ, ამაზე ხმის არ ამოღება და პოზიციის არ დაფიქსირება, პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატია“, – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა.„ეს მე მადლობისთვის არ გამიკეთებია. ეს არის ჩემ თავთან სიმართლის ძიება და რაც არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ ის ადამიანები, ვინც იმ შენობაში არიან,

ცუდ მომავალს გვიწინასწარმეტყველებენ და მომავალს გვართმევენ. შესაბამისად, ამაზე ხმის არ ამოღება, ამაზე პოზიციის არ დაფიქსირება, ჩემი აზრით, პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატია. ის ადამიანები, ვინც მათ მხარს უჭერენ, მე მათ პოზიციას ვერ გავიზიარებ“, – აღნიშნა კახა კინწურაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.

Share.