19 ოქტომბრამდე წვიმები და ცუდი ამინდია პროგნოზირებული. იქნება წვიმები და მოღრუბლული ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში, 19 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.თბილისში წვიმები 18 ოქტომბერს დასრულდება და ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება.
წყარო:daqali.club