“უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი პატარა ელენე,გარდაცვლილიც კი იღიმოდა..” – ნახეთ ნიკა გვარამია ემოციური პოსტი

0

14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. ელენე მეგრელიშვილი პოლიტიკური პარტია „ახალი“-ს წევრი იყო.
პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ელენესთან გამოსამშვიდობებელ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და

თბილი გამომეტყველებით. ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვეტა.
ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები RIP“, – წერს ნიკა გვარამია.შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი.

Share.