“არაღ მყავს ჩემი პატარა გოგონა…” – როგორ დაიღუპა მასტერ-შეფ ლევან კობიაშვილის 4 წლის ქალიშვილი

0

მასტერშეფი ლევან კობიაშვილი კულინარულ სფეროში, შემთხვევით მოხვდა. თავიდან ისე ეზარებოდა ეს საქმე, ცდილობდა თავი დაეძვრინა, მაგრამ მოგვიანებით შეუყვარდა და ახლა ამბობს, რომ მისი კულინარული შედევრების მთელი საიდუმლო, კერძის სიყვარულით მომზადებაა.
მისმა ოჯახმა, წლების წინ, დიდი ტრაგედია გადაიტანა. შვილი – 4 წლის გოგონა გარდაეცვალათ. მკაცრი გარეგნობის შეფმზარეული, ცდილობს, ორ ვაჟთან მეგობრული მამა იყოს. თუმცა, როცა საქმე სამზარეულოს ეხება, ავიწყდება, რომ საქმე შვილთან აქვს და მასაც ისევე ეჩხუბება, როგორც სხვას.

ლევან კობიაშვილის მეორე ნახევარი, პროფესიით კონდიტერი, თიკო მიქაბერიძეა. მასტერშეფი ამბობს, რომ მეუღლე, ისეთ გემრიელ კერძებს უმზადებს, თავად სახლში, არაფრის გაკეთება სჭირდება.

მასტერშეფი, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში, შვილებზე საუბრობს, სადაც 4 წლის ქალიშვილის ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს და გარდაცვალების მიზეზს ასახელებს:

– რამდენი შვილი გყავთ?
სამი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ გოგონა, სამწუხაროდ აღარ გვყავს… დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ძალიან სამწუხარო ამბავია, თურმე რამხელა ტკივილს ატარებთ?
დიახ, ასეა… ჩვენი უფროსი ბიჭი, 19 წლისაა, მეორე გოგონა იყო და მესამე შვილი – 9 წლის ხდება.
წყარო – პრაიმტაიმი

Share.