“არაფერი გაძვირებულა,სინამდვილეში კიდევ ურო ნაკლებს გადაიხდით..” – ნახეთ ძვირდება თუ არა ტრანსპორტის ფასები? აი რას ამბობს კალაძე

0

თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფი არ გაზ­რდი­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ “იმე­დის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “იმე­დი Live” ისა­უბ­რა.
“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი მე­სი­ჯე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრში რომ და­ლე­ქონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც კი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე ამ ახალ მიდ­გო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­მო­დის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ში, მა­შინ­ვე და­ი­წყეს მე­სი­ჯის და­ნერგვა, რომ ტა­რი­ფი ძვირ­დე­ბა. არ ძვირ­დე­ბა, მე­გობ­რე­ბო, ტა­რი­ფი. ეს ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რი, რომ პირ­და­პირ ვე­ტყო­დი მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ყვე­ლა­ფერს, არ მო­მე­რი­დე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას ვე­ტყო­დი პირ­და­პირ, რომ ტა­რი­ფე­ბი ძვირ­დე­ბა, მაგ­რამ არ არის ასე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით 900 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბა, მათ­გან 53% კი სარ­გებ­ლობს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფით, ან უფა­სოდ მგზავ­რობს. ეს შე­ღა­ვა­თე­ბი მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ზე ვრცელ­დე­ბო­და, ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 80 თეთ­რი იყო”, – ამ­ბობს კა­ლა­ძე და გან­მარ­ტავს, რომ მეტ­როს, სა­ბა­გი­როს, ავ­ტო­ბუ­სი­სა და ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა გა­ა­კე­თეს და “ამ 53%-ს მო­უ­წევს უფა­სო მგზავ­რო­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თაც.

ამ 47%-ს რომ შევ­ხე­დოთ, თბი­ლის­ში სა­შუ­ა­ლო მო­ბი­ლო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არის 3, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში არის 2.5, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, გარ­და სახ­ლი-სამ­სა­ხუ­რი­სა, თვე­ში 7-ჯერ მი­დი­ან ან მე­გო­ბარ­თან, ან ნა­თე­სავ­თან, ბა­ზარ­ში, მა­ღა­ზი­ა­ში… ამა­ზე კვლე­ვე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უხე­შად ვამ­ბობ, 3-თვი­ა­ნი ბა­რა­თი რომ ავი­ღოთ, ტა­რიფს თუ შე­ვა­და­რებთ, ნიშ­ნავს, რომ 50-თეთ­რი­ა­ნი ტა­რი­ფის პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 114 ლარი ეხარ­ჯე­ბო­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს. დღე­ვან­დე­ლი ამ აბო­ნე­მენ­ტე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ, 3 თვე­ზე რომ ვნა­ხოთ, 114 ლა­რის ნაც­ვლად, გა­და­იხ­დის 100 ლარს. 6 თვის პი­რო­ბებ­ში, კი­დევ უფრო ნაკ­ლებს, 1-წლი­ა­ნი რომ აი­ღოს, კი­დევ უფრო ნაკ­ლებს”. – ამ­ბობს კა­ლა­ძე.

კითხვაზე რომ ზო­გი­ერ­თი მოქალაქისთვის, აბო­ნე­მენ­ტში 250 ლა­რის ერთჯე­რა­დად გა­დახ­და პრობ­ლე­მუ­რია, კა­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

“აქაც შე­იძ­ლე­ბა, და­ე­ლა­პა­რა­კონ ბან­კებს და გა­ნა­წი­ლე­ბა გა­უ­კე­თონ, რა­ვი­ცი, ეგ­რეც არ მგო­ნია, პრობ­ლე­მა იყოს, ხომ? მთა­ვა­რი რა არის – ყვე­ლა იმ ოჯა­ხის­თვის, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს, მგზავ­რო­ბა არის უფა­სო, ან იხი­დი­ან 10-20 თეთ­რს. ეს არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, პრინ­ცი­პუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი”. – ამ­ბობს კა­ლა­ძე “იმე­დის” ეთერ­ში.
წყარო:tbilisitv.club

Share.