“არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა..” – ნახეთ ტრაგედია, რომელმაც დღეს მთელი ქვეყანა შეძრა

0

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის


დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ფოტო პირობითია
წყარო:geoambebi.com

Share.