”არაა წამალი, არავინ იცის როგორ უმკურნალოს კორონავირუსს, წინ რთული პერიოდი მოგველის და…” – ნახეთ რას ამბობს ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი

0

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ამ წუთებში დამთავრდა ისრაელის პრემიერმინისტრის ბინიამინ ნათანიაჰუს პირდაპირი ჩართვა.
მან კორონა ვირუსი ხმამაღლა გამოაცხადა როგორ მსოფლიო ეპიდემია!
რომლის მსგავსი არ ყოფილა უკანასკნელ ასწლეულში.

აღიარა, რომ არაა წამალი, აღიარა, რომ მსოფლიოში არავინ არ იცის როგორ უმკურნალოს ამ ვირუსს.
მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემას, ექიმებს, ექთნებს, პარამედიკებს და მთელ სამედიცინო პერსონალს, მადლობა მოუხადა ისრაელის ჯარს და პოლიციას.
მადლობა გადაუხადა ხალხს მითმინებასა და გაგებისთვის.
განაცხადა, რომ მისი ბრძანებით ხვალიდან მცირე მეწარმეებს ბანკები გაუხსნიან დამატებით კრედიტს რომ არ გაკოტრდნენ.
მოუწოდა მოსახლეობას დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები!
თქვა , რომ გამოიყენებს ბავშვებს-თინეიჯერებს, მოზარდებს მოხალისეებად და ერთად იზრუნებენ საზოგადოებრივი ტრანსპირტის და პარკების თუ სათამაშო მოედნების დასუფთავებაზე და დეზინფექციაზე.

ბევრი რამ თქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიგე:

წინ რთული პერიოდი მოგველის და ბევრი მოთმინებაა საჭირო.

ცოცხლად ნუ დავჭამთ ერთმანეთს და არც კორონას არ შევაჭმევინოთ თავი!

პ.ს. სიცხე და ტენიანობა არ კლავს, ზაფხულის იმედი არ გექნეთო!”

Share.