“ანტიქრისტეს ფრესკა იტალიის ქალაქ პომპოზაში, ხომ არ გეცნობათ?”

0

სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა შენიშნა უჩვეულო მსგავსება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ანტიქრისტეს ფრესკას შორის, რომელიც იტალიაში, ემილია რომანიის რეგიონში, ქალაქ პომპოზის ბენედიქტელთა მონასტერშია (Abbazia di Pomposa).
ცნობილ ფრესკაზე ასახულია განკითხვის დღე. ავტორი იტალიის ტრეჩენტოს ეპოქის მხატვარია, XIV საუკუნის ბოლონიის ხელოვნების სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვიტალე დი ალმო დე კავალი, იგივე ვიტალე და ბოლონია (Vitale da Bologna, Vitale di Almo de’ Cavalli).

ფრესკა შესრულებულია 1350 წელს.
როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მხატვარს ნამდვილად ხილვა ჰქონდა. ძნელია არ დაეთანხმო…
ვიდეო:

Share.