“ანტალიაში წამიყვანა გურამმა დასასვენებლად,10 დღე ერთ ოთახში გვეძინა და რომ წვებოდა..” – ნახეთ რა გაამხილა ზალიკო ბერგერმა გურამ შეროზიაზე

0

დიზაინერი ზალიკო ბერგერი გამოცემა პრაიმ თაიმთან იხსენებს იმ დროს, როდესაც წინა წელს გურამ შეროზიას ტურისტულმა სააგენტომ წაიყვანა დასასვენებლად და ამბობს, რომ 10 დღე ერთ ოთახში გაატარეს და ისეთი წყნარად იყო გურამი, რომ მისი ჩამი ჩუმიც კი არ ისმოდა.
“ზალიკო ბერგერი: გურამმა ტურისტული სააგენტოთი ანტალიაში წამიყვანა. ერთ ნომერში ვცხოვრობდით მთელი ათი დღე. ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით. გურამის ჩამი-ჩუმი არ გამიგია. სულ გარეთ იყო, გაძვრებოდა-გამოძვრებოდა,

დილის ხუთ საათზე მოვიდოდა. რომ წვებოდა, ვიგებდი. სად იყავი-მეთქი, რომ ვეკითხებოდი. ლექცია მქონდაო… იმ დროს გემოგლობინი ძალიან დაბალი მქონია, სულ მეძინა მთელი იქ ყოფნის დროს. არადა, ჯგუფს უხაროდა, არიქა, ზალიკო ბერგერი მოდის ჩვენთან ერთადო და მე სულ მეძინა! წამოსვლის წინა დღეს გავიღვიძე! “
წყარო:siaxle.club

Share.