„ანგელოზად ქცეულო გოგო, სიტყვები უძლურია,მესამე ბავშვს ელოდებოდა“ – გაირკვა ორსულის ვინაობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიას ემსხვერპლა

0

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული 27 წლის სოფო დარსალიაა, რომელიც 4 თვის ორსული იყო.
„შენნაირი ახალგაზრდა არ უნდა ტოვებდეს ამ წუთისოფელს. სოფო, ეს რა გავიგე, ნუთუ აღარ იქნები ჩვენთან… უთბილესი ადამიანი იყავი ჩვენთვის და მუდამ ასეთი დარჩები. ნეტავ, ეს არ გამეგო…“.

„სოფო, ანგელოზად ქცეულო გოგო, სიტყვები უძლურია… უფალს ებარებოდე“.

„ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ არ დანებდებოდი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა! ღმერთო, რა საშინელი შეგრძნებაა შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, სულ ასეთი ლამაზი მემახსოვრები და არა ისეთი, როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-შხეფის გზის მონაკვეთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ორსული მართავდა, გზიდან გადავარდა.

ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. სოფო დარსალიას 2 შვილი დარჩა.

Share.