“ამ წუთებში მოულოდნელი ინფრომაცია გავრცელდა სოსო ჯაჭვლიანზე..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა

0

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის.
მსა­ხი­ო­ბის მე­გო­ბა­რი ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი საღ­ლი­ა­ნი ჯაჭვლი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის:
– მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ხა­ტა სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, არი­ან ბნე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ბუ­ნე­ბით ბო­რო­ტე­ბას­თან წილ­ნა­ყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ორ­ჯერ გა­ავ­რცე­ლეს სო­სოს სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი და თავ­ზა­რი დაგ­ვცეს ყვე­ლას. მიკ­ვირს ასე­თებს რო­გორ სძი­ნავთ მშვი­დად?..

სოსო ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა თურ­ქეთ­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ის უკე­თაა, ის კი არა და წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა კი­დეც. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ იმა­ში, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. სოსო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ის არა­მარ­ტო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭი­ე­რე­ბით, არა­მედ საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში რო­გორ ვაჟ­კა­ცურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და. გვახ­სოვს, რო­დე­საც იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნა. თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი, რაც თავი მახ­სოვს სულ იდევ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით ხდე­ბო­და ეს. სწო­რედ ამას გა­მო­უ­ცხა­და სო­სომ ბრძო­ლა და გე­ლა­თი­დან წა­მო­ვი­და ფე­ხით. იმი­ტომ, რომ არ ეგუ­ე­ბო­და იმ­დრო­ინ­დელ რე­ჟიმს, შემ­დგომ ამას მოჰ­ყვა შიმ­ში­ლო­ბა, რაც არ იყო იოლი. მახ­სოვს, რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სთხო­ვა, შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა, ბო­დი­ში შე­მო­უთ­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, – ვერ ვას­რუ­ლებ ამას, რად­გან მე რომ ახლა შიმ­ში­ლო­ბა შევ­წყვი­ტო, ყვე­ლა­ფერს წყალ­ში ვყრიო. ასე­თი პი­როვ­ნე­ბაა სოსო.

– კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის და­ე­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ?

– 1 წე­ლია, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. დი­აგ­ნო­ზის სა­ხე­ლი ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი რო­მაა ფაქ­ტია. ოღონდ მე იმე­დი­ა­ნად ვარ, რომ სოსო ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა. დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა საღ-სა­ლა­მა­თი და თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ში.

– თვი­თონ რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა, რას ამ­ბობს?

– ტე­ლე­ფონ­ზე ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, რად­გან სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა. ექი­მე­ბი ურ­ჩე­ვენ რომ არ და­იტ­ვირ­თოს ემო­ცი­ე­ბით, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ამი­ტომ, მაგ­რამ რო­გორც გა­ვი­გე, მხნედ არის და იმე­დი­ა­ნად. სა­ერ­თოდ არ კრთე­ბა თურ­მე.

დიდი იმე­დი მაქვს, სოსო მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა დიდ საქ­მე­ებს. ის სჭირ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად სოსო ჯაჭვლი­ა­ნი არის ქარ­თუ­ლი მუხ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი, თხე­მით ტერ­ფამ­დე ქარ­თვე­ლი. პატ­რი­ო­ტი თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რით, თუნ­დაც სი­სუს­ტე­ე­ბი­თაც.

Share.