“ამ ყველაფერს სანდრა არ იმსახურებდა..” – ნახეთ რას ამბობს გიული ალასანია სანდრა რულოვსზე

0

გიული ალასანია ბაია დვალიშვილთან გადაცემაში სანდრა რულოვსის შესახებ საუბრობს:
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა და ვედროთი გამოჰქონდა… ვინ-ვინ და ნამდვილად არ იმსახურებდა სანდრა… ნამდვილად გულწრფელად შეიყვარა საქართველო და ქართველები. ერთხელ მიშიკომ თქვა ადრე, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება, უფრო წავიდე და ეს არსად ფეხს არ გაადგამსო… ფაქტობრივად, ამას ვხედავთ. ბოლოს და ბოლოს, ქართველი შვილები ჰყავს. ისეთი ქართველები გაზარდა, ნეტავ, ყველა ასეთი გვყავდეს, ორივე ბიჭი ასეთია.

პატარა წაიყვანა სანდრამ მაშინ, რადგან მამამისის ფულით ნაყიდი ის რაღაცა ბინა დაუყადაღეს, ეს ისეთი შეურაცხყოფა იყო, დაავლო ბავშვს ხელი და წაიყვანა. ჰყავდა იქ რვა თვე და ბავშვმა მოტყუებით ჩამოიყვანა დედამისი თბილისში, მაგრამ რა დახვდა სკოლაში? ძალიან მტრული დამოკიდებულება დახვდა ბავშვს კლასში. ბავშვების სიყვარულმა ჩამოიყვანა და იქ დახვდა სულ სხვა გარემო. ასეთი გულისტკივილი ბევრი იყო, რა თქმა უნდა…“ – ამბობს გიული ალასანია
წყარო:dainteresdi.club

Share.