4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 26 წლი ახალგაზრდა ბიჭი, გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გიგა გრიგალაშვილია, ჟურნალიტსი ნინო ომანაძის ძმისშვილი.
“ტელევიზიით როცა გავრცელდა შემთხვევის ადგილის კადრები და ითქვა აფეთქება მოხდაო, ამ კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. გიგას მამიდამ, ნინომ დამირეკა, – კადრებში ჩანს გიგას მანქანა და ბავშვს ვერსად ვპოულობთ, იქნებ დამეხმარო გარკვევაშიო.
თქვენ არ იცით, რა სიმწრით გაზარდა შვილები დედამისმა. მეუღლეს გაცილებულია და სამი ვაჟკაცის გაზარდა და ფეხზე დაყენება ადვილი არ არის. გიგა უფროსი შვილი იყო. “მისტერ მასტერში” მუშაობდა, ნულიდან დაიწყო ცხოვრება, თბილისში ბინა იყიდა, ცოლი შეირთო, შვილი ჰყავდა და ბედნიერად ცხოვროდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და კარგი მოსწავლე იყო, შრომას არასდროს თაკილობდა. თავისით მიაღწია ყველაფერს. საუკეთესო შვილი, საუკეთესო ადამიანი, ჩამოყალიბებული კაცი იყო. ჩვენთვის უცნობია იქ რა მოხდა, იმედია გაირკვევა, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია დედისთვის… ბორჯომში ცხოვრობს მისი ოჯახი”, – წერს თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომელი ხათუნა ნოზაძე.
წყარო: tavisufleba.club