ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა ცოტახნის წინ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისში მოკლულ ქალთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.
“მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. არსებული ინფორმაციით, მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.
წყარო:niustv.com