სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც მამა-შვილია გადაღებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟისას მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა. თუმცა ცოტა ხნის წინ თბილისის 131-ე სკოლის დირექტორმა ხათუნა ენუქიძემ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფოტოზე მისი მოსწავლის ოჯახის წევრები არიან.
“საინტერესოა ამ ფოტოს ყველა არხი რატომ აფრიალებს, კი გაჭირვებული ოჯახია და თანადგომა ჭირდება, მაგრამ ამათთვის, არავის, არაფერი დაუნგრევია….
ერთი ბავშვი ამ ოჯახიდან ჩემი მოსწავლეა, ან იქნებ სულაც არ სიამოვნებთ ამ ოჯახის წევრებს ამ ფოტოს ფრიალი?!” – დაწერა ხათუნა ენუქიძემ.წყარო:bednierbeis.club