“ამ დღეებში რასაც ვკითხულობ, ძალიან სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ,ღმერთმა ქნას ვცდებოდე..” – ნახეთ რას წერს ნოე სულაბერიძე

0

პოპულარული ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ ”იმედზე” მუშაობა მისთვის საამაყოა და არხზე გასული არცერთი სიუჟეტის არასდროს შერცხვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ცხოვრებაში არანარი ძალადობა, არავის ბულინგი და არც არავის დაპატიმრება გამხარებია, მით უმეტეს არ გამხარებია წამება, რისი ფაქტებიც სამწუხაროდ არაერთია ჩვენს უახლეს ისტორიაში, რაც ვერ წაიშლება.
ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო პოლიტიკურ სტატუსებსა და პოზიციებს არა იმიტომ, რომ თავშეკავება მომგებიანია (ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის ჩემი საკმაოდ ემოციური გამოხატვის ფორმები), არამედ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ,,სხვა სხვის ომში ბრძენია”, მაინც მგონია, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და არა ფილოსოფოსმა, თან ცხობის პროცესი განუწყვეტლივ უნდა მიდიოდეს.

არასდროს შემრცხვება ჩემთვის მშობლიური ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რომელიმე სატელევიზიო პროდუქტის, რაც გამიკეთებია. აქ მუშაობა ჩემთვის ყოველთვის იყო საამაყო
და დღესაც ასეა.

მთელი დღეა ფიდზე ერთ სუპეროპტიმისტურ ბანერს ვაწყდები წარწერით ,,მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება”…
რაც თავი მახსოვს ეს სიძულვილი არითმეტიკული პროგრესიით მატულობს და იმასაც ვხედავ თავი რამდედმა დაკარგა…

ხოდა, რასაც ეს დღეებია ვკითხულობ, სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ… მინდა გითხრათ რომ დრო, როდესაც სიძულვისი სამარცხვინო გახდება აღარ დადგება… ამ სტატუსის ქვეშაც წამოვა 🙂
ღმერთმა ქნას ვცდებოდე… 🙏🏻” – წერს ნოე სულაბერიძე

Share.