“ამდენი წლის ძებნის შემდეგ თამუნა მუსერიძე დედის კვალზე გავიდა..” – ნახეთ რას ყვება თამუნა

0

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე დიდი ხანია, ბიოლოგიურ დედას ეძებს – როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ახლახან თავისი ბიოლოგიური დედის კვალზე გავიდა.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს უცლელად:
“ისევ ვერ გახვედით დედის კვალზე?
კი, რაღაც კვალზე გავედი და ისევ ველოდები ტესტის პასუხებს…

ჩემი დიდი ბაბუა და იმ გოგოს დიდი ბაბუა, ვის კვალზეც გავედი ტესტის საშუალებით, ძმები არიან. ეს გოგო აყვანილი არ არის. საქართველოში დაბადებული და გაზრდილიც არ არის. დედამისი საზღვარგარეთ გათხოვდა და არ აქვს შეხება აქაურ ნათესავებთან. მე კი გავიგე დედამისის გვარი, მისი მშობლებისა და ამ მშობლების მშობლებისაც კი, რადგან გამოვიკვლიე. ეს ყველა გვარი თვითონ დააფიქსირა გენეტიკურმა ანალიზმა და ჩანს.

ის გოგო, ვის კვალზეც გახვედით, გეხმარებათ, რომ დედა იპოვოთ?
არ მეხმარება, არადა, ძალიან ახლო კვალია. ჩემი ინფორმატორებით ვცდილობ მიკვლევას. გენეტიკურ ტესტში არის შესავსები ველები, სადაც წერ შენს მონაცემებს და გიჩვენებს, რა სახის ნათესავია – მამის თუ დედის მხრიდან. ამ გოგომ რომ შეავსოს ეს ველები, ზუსტად დამიხაზავს, მაგრამ ამასაც არ ავსებს…

აუცილებლად ვიპოვი! ამ ტესტში ამ გოგოს 8 წინაპარი ამოვიდა. მე გამოვიწერე გენეტიკური ტესტები და ამ გოგოს ნახევარ სანათესავოს გავუკეთე. ჩავედი სამეგრელოში და ჩამოვუარე ყველას. ერთი მხარე გამოვრიცხე, ახლა მეორე მხარე დამრჩა. ამ დარჩენილი 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ყველა ვარიანტში იქნება ჩემი ახლობელი. მათი საშალებით აუცილებლად გავალ კვალზე…” ,- ამბობს მუსერიძე “სარკესთან”.
წყარო:tbilisitv.club

Share.