სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა და სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ მონასტერში და რამდენი ხნით მოუწევს მამაოს წასვლა.
ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.
წყარო: ambavi.cc
”ამას მართლა ვერავინ წარმოიდგენდა!” – ნახეთ რა განაჩენი გამოუტანეს მამაოს, რომელიც საკუთარმა მეუღლემ სასტიკ ძალადობაში ამხილა
0
Share.