ამას არავინ მოელოდა, რატომ უყვირა ბერა ივანიშვილმა სახალხოდ კახა კალაძეს და რის გამო იჩხუბეს მათ

0

როგორც “ალიასთვის” კულუარულად გახდა ცნობილი, კახა კალაძესა და ბერა ივნიშვილს კამათი მოუვიდათ.
მოგეხსენებათ, ბერას უყვარს თანატოლებთან ურთიერთობა, ბევრი მეგობარიც ჰყავს, არც ცხრა სააათზე იძინებს და არც ათის ნახევარზე, როგორც ამბობენ.
ყველას გვახსოვს, ბერამ როგორ მიუძღვნა “ბასიანის” დარბევის შემდეგ მარიხუანას კლიპი.
ისიც გვახსოვს, რას წერდა ბერა ივანიშვილი 22 ივნისს:
“მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო”
ბერა ყოველთვის ცდილობს ახალგაზრდებს აუბას მხარი, უყვარს თანატოლებსი გარევა.
ხოდა, დაურეკა ბერამ კალაძეს და ყვიროდა, თურმე:
-რა სამარცხვინო ხუხულა დადგი, ეს არის ტრენდული ნაძვის ხე? – მეგობრები მწერენ, რომ “უტყდებათ” ახალ ნაძვის ხესთან გასვლა, ფოტოსაც ვერ გადაიღებ, ისეთი სიმახინჯეაო.
რაზედაც კალაძემ უპასუხა, რომ არ ეგონა თუ ასეთი გამოვიდოდა, სხვაგვარად ჰქონდა წარმოდგენილი.
-ეგ ვუთხრა ჩემს მეგობრებს?
როგორც ის პირი გვიყვება, ვინც კალაძესთან იყო, როცა ბერამ დარეკა, ბერამ ისე გათიშა ტელეფონი, კალაძის პასუხსაც არ დაელოდა.

წყარო: ალია

Share.