“აი სადამდე დავედით,დამეხმარეთ, მიშველეთ, შემეწიეთ, მშია,მტკივა..” – ნახეთ თეა დარჩიას სულისშემძვრელი წერილი

0

მოცეკვავე თეა დარჩია საზოგადოებაში დაგროვილ ნეგატიურ ენერგიაზე, გახლეჩილობაზე, სიდუხჭირესა და შეცვლილ ქართველებზე წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით!!! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყვენგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევათ მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!! მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!!

გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო, ურთიერობა, იმედი, რომ როდესმე რამე შეიცვლება, რომ როდესმე ჩემი საამაყო ქვეყანა და ხალხი სიმშვიდეს და ბედნიერებას ეღირსება. მეშინია ჩემი შვილების მომავლის!!! მეშინია, რომ ერთხელაც მომიბრუნდებიან და დიდი, ცრემლიანი და დაბნეული თვალებით მკითხავენ, ამ ქვეყანაში , რატომ გაგვაჩინეო??? მეშინია რომ პასუხი არ მექნება და ვერც ერთ მიზეზს ვერ ვეტყვი!!! მეშინია, იმის,რომ ერთხელაც გათენების შემეშინდება, რადგან სიცოცხლე აღარ მომინდება!!!ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შემრცხვებოდა, რომ ქართველი ვარ!!! საშინელებააა, როცა საჭმელიც გაქვს, თითქოს არაფერი გაკლია, შვილებიც ჯანმრთელები და ბანკის ვალსაც რაღაცნაირად სასწაულით ისტუმრებ და მთავარი, უმთავრესი არ გაქვს ღირსება, სულიერი სიმშვიდე, ბედნიერების განცდა და მომავლის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ როგორ, თუ ერთმანეთი გვძულს, ერთმანეთის გვშურს და ერთმანეთის აუტანლობა შხამავს , წამლავს და ალპობს ჩვენს სულებს!!!

ვერასოდეს ვიფიქრებდი,რომ როდესმე 90-იანები მომენატრებოდა, რომ ვინატრებდი შიმშილს , უშუქობას, უქონლობას სრულ იმდროინდელ კოშმარს, მაგრამ მაშინ ერთად ვიყავით , ერთმუშტად შეკრულები, ერთი იდეის და ერთი ღირსების თავისუფლები და მომალის იმედის ირგვლივ!!! არაფერი ისე არ ფიტავს და ანგრევს ადამიანს, როგორც გაუთავებელიტყუილი და უიმედობა!!!

ვეღარ ვხედავ ქუჩაში გაღიმებულ და ბედნიერ სახეებს, ლამაზ და ლაღ ქართველებს, აღარ ისმის ქართველების სიცილი და სიმღერა ფანჯრებიდან!!! მხოლოდ: დამეხმარეთ, მიშველეთ, შემეწიეთ, მშია, მტკივა და მიჭირს!!! აი, რა მესმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე!!! როგორ სეირნობთ ქუჩაში, როგორ გიხარიათ საერთოდ ჰაერი როგორ ჩაგდით ფილტვებში, როცა ამდენი უბედური და სასოწარკვეთილი ადამიანი, ხელგამოწვდილი ზის ქუჩაში?! რანაირად?! ეჰ… სადამდე დავედით, გარეთ გასვლაც კი აღარ მინდა!!!

არც ტელევიზორის ყურება აღარ მინდა და არღარც არაფრის მოსმენა და გაგება, არაფერი კარგი არ ხდება! არაფერიარ იცვლება, ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა გაჩერდა და წინ გზა ჩახერგილია!!! ყველაზე დიდი უბედურება ისააა, რომ ჩვენც ვდგავართ ერთ ადგილას გაყინულები და არც არაფერს არ ვაკეთებთ, მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებთ სიძულვილით, ბოღმით და ცარიელი უსულო თვალებით!!!” – წერს თეა.წყარო:geoambebi.com

Share.