გუშინ საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იმსჯელა და გარკვეული შეზღუდვების გადაწყვეტილებაც მიიღო.
პირველი გადაწყვეტილება კვების ობიექტებს ეხება. საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კვების ობიექტების მუშაობის დროები იზღუდება. მათთთვის მუშაობა დასაშვები 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იქნება.ამასთან, ხვალიდან ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლის გარეშე გაიმართება.
“მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნლი ნაკრების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე”,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.