აი თურმე რატომ ცდილობს ჩინეთის ხელისუფლება რომ თავის მოქალაქეებს ბევრი ქათმის ხორცი მიაწოდოს

0

ჯერჯერობით მსოფლიოს კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალური მედიკამენტი და ვაქცინა არ გააჩნია. სიმპტომური მკურნალობის გარდა, ექიმებიც და პაციენტებიც ორგანიზმის ძლიერ იმუნიტეტზე ამყარებენ იმედებს. შესაბამისად, ძალიან აქტუალურია კითხვები იმუნიტეტის გაძლიერების შესახებ. ამერიკელი ექსპერტები ქათმის ბულიონს რეკომენდაციას აძლევენ, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. ქათმის ხორცი შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების შემადგენლობაში შედის. ისინი გაციების სიმპტომებს, ხველას და სურდოს შველის. ამინომჟავების დიდი ნაწილი, რომელიც ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება და ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისთვის აუცილებელია, ქათმის ხორცში მოიპოვება. „ამიტომ ქათმის ბულიონი სამკურნალო საკვებია.

სამი პოსრცია ბულიონი В6 ვიტამინის დღიური ნორმის 50%-ს შეიცავს. ეს ვიტამინი ნერვული სისტემის უჯრედებს აძლიერებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას“ – ამბობენ ექსპერტები. ქათმის ბულიონი შეიცავს ვიტამინ А-ს და С-ს, ფოსფორს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ისევ იმუნიტეტის ფუნქციის გაძლიერებაზ მუშაობს. სანამ მედიკოსები პრეპარატებს ცდიან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი ქვეყანაში ქათმის ხორცის წარმოების გაზრდას ცდილობს, განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებში, მათ შორის, უხანში.
წყარო: geonewest.com

Share.