აი ვინ არის გამშველებელი ქალი, რომელიც დღეს მელია და კობახიძის შუაში ჩადგა და ნიკა მელიას მონა ეძახა

0

ბრძოლა წესების გარეშე… ლურჯ კუთხეში, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ, გახლავთ ირაკლი კობახიძე.
წითელ კუთხეში, „ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია…
დაპირისპირების ადგილი ევროკავშირის ოფისი.

„შენ ხარ ივანიშვილის მონა! მოდი აქ ბიჭო,” – ასე მიმართა მელიამ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი. შე ნაძირალა”, – ასე მიმართა კობახიძემ მელიას.

არ შეშინდეთ, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე „ქართული ოცნების” მხარდამჭერი კობახიძეს იცავდა:

„თავი დაანებე, მონა შენ ხარ, გადი აქედან”.

ეს გამშველებელი ქალი იურისტი, გულნარა ანდღულაძეა.

ინფორმაციისთვის,მელია – კობახიძის დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.
წყარო: statiebu.club

Share.