მსახიობი ნიკა ქაცარიძე დღეს დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს და ადგილზე შეკრებილმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და ახლობლებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
თეატრთან გადაღებულ ფოტოს და ემოციურ პოსტს ავრცელებს “ფეისბუქზე” თამუნა მუსერიძე.
“თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო.
კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო. ეს დღეს დადგა!” – წერს მუსერიძე.