“ათი წლის ნანატრი ტყუპები დაიღუპნენ..” – ნახეთ კოვიდით რამდენიმე დღის წინ დედა ახლა კი მისი 1 თვის ტყუპებიც გარდაიცვალნენ, უმძიმესი ტრაგედია

0

პირველ სექ­ტემ­ბერს 47 წლის ნატო ფხა­კა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ქალი, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და ნა­ნატრ შვილს, ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ გარ­თლე­ბუ­ლი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ნა­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და 20 აგ­ვის­ტოს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა “ბო­მონდში“ ნა­ად­რე­ვად, სა­კე­ის­რო კვე­თით ტყუ­პი იმ­შო­ბი­ა­რა. სა­კე­ის­რო კვე­თი­დან ძა­ლი­ან მალე ქალი, თბი­ლის­ში ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა მყი­სი­ე­რად დამ­ძიმ­და და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

დღე­ნაკ­ლუ­ლი ტყუ­პი ქალბ-ვაჟი – გი­ორ­გი და მა­რი­ა­მი კლი­ნი­კა “ბო­მონდში“ გა­დი­ოდ­ნენ მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე მძი­მე იყო. სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ გო­გო­ნა – მა­რი­ა­მი და­ი­ღუ­პა, დღეს ვაჟი – გი­ორ­გი. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა ნა­ტოს მა­მაც, ასე­ვე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ნა­ტოს მე­უღ­ლეც და მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში გა­დის.

“კო­ვიდ­და­დე­ბი­თი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც კლი­ნი­კა “ბო­მონ­დის” ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, გარ­და­ი­ცავ­ლნენ.

ტყუ­პე­ბი, 28 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბა­ზე და­ი­ბად­ნენ და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთ თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. ბავ­შვე­ბი ფილ­ტვი კო­ვი­დუ­რი პნევ­მო­ნი­ით სრუ­ლად იყო მო­ცუ­ლი და მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა იბ­რძო­და ტყუ­პი ქალ-ვა­ჟის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ბავ­შვე­ბი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მით და­ი­ბად­ნენ და დი­ნა­მი­კა­ში დამ­ძიმ­დნენ. ორი­ვე ტყუ­პი და­ბა­დე­ბი­სას კო­ვიდ­და­დე­ბი­თი გახ­ლდათ და კო­ვი­დუ­რი პნევ­მო­ნია ჰქონ­დათ. მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვიბ­რძო­დით მათი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის. პა­ტა­რე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა არ დაგ­ვიკ­ლია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გი დად­გა”, – გვი­თხრა კლი­ნი­კა “ბო­მონ­დის” ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ბა­რა­თაშ­ვილ­მა”.

Share.