“ავტომობილით ზედ გადაუარა და გაიქცა…” – ვინ არის გლოვოს კურიერი, რომელიც კომენდანტის საათამდე 15 წუთით ადრე ავრიის გამო ტრაგიკულად დაიღუპა

0

33 წლის დიტო გლოვოს კურიერად მუშაობდა. მას შავი ფერის ჰონდას მარკის ავტომობილი დაეჯახა.
დიტო მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით მანქანა დაეჯახა, ზედ გადაუარა და გაიქცა.
თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე
15 წუთით ადრე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, შავი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჩამქრალი ფარებით გადაადგილდებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ბიჭი 143-ე სკოლასთან გაიტანა ვიღაც უსინდისომ და გაიქცა“, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ფაქტი „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი იდენტიფიცირებულია.

საქმეზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.

Share.