“ავტობუსში სამი სტუდენტი გოგონა უბილეთობის გამო კონტროლიორმა ერთი მაგრად შეჯორა..” – ნახეთ გული ჩამეწვა და ასეთი რამ გავაკეთე

0

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ფეიჯზე ძალიან სახალისო ისტორია გავრცელდა, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ავტობუსში 3 სტუდენტი გოგო უბილეთობის გამო მაგრად შეჯორა კონტროლიორმა. შემდეგ გაჩერებაზე შემოწმება იქნება და სამივეს მიგაჯარიმებენო, მეტის ღირსები ხართო.
გული ჩამეწვა, არადა 1,3ლ მაქვს ქეშად სულ.
გაჩერდა ავტობუსი ბოლო გაჩერებაზე და ის დამჯარიმებლები დგანან, მაღალი და სუსტი ქალი და დავალი და მრგვალი კაცი. აკონტროლებენ ყველა კარს, თვალებით მსხვერპლს ეძებენ..
ჩავხტი ავტობუსიდან და მთელი ძალით გავიქეცი😂😂😂
ორივე გამომეკიდა, გაჩერდი, გაჩერდი, თორემ პატრულში დავრეკავთო.

კაი 100 მეტრი სირბილის მერე გავჩერდი.
ქოშინებდა ორივე საწყლად. ბილეთი ვაჩვენე. ატრიალეს ხელში, მზეზე გახედეს, დასუნეს და გაკვირვებულებმა დამიბრუნეს 😃
სამივე გოგო უჯარიმოდ მივა დღეს სახლში ❤
პ.ს. არ ქონდათ და სცხვენოდათ, თორემ უნდა გადაეხადათ, ამაზე არ ვდაობთ!
ეს ამბავი 2019 წელს, ამ დღეს მოხდა.
მაშინ მგზავრობა 50 თეთრი ღირდა 😞
გიგა მაქარაშვილი”
ფოტო პირობითია

Share.