ცოტახნის წინ სოც ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. სიღნაღში ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაღუპული 22 წლის გიგა პარკაულია. ის სიღნაღი-ანაგის გზაზე მომხდარი ავარიის მესამე მსხვერპლია.გიგას მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
”მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ… მხოლოდ ამის თქმა შემიძლია💔
სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ დამწყვიტე გული. საუკეთესო ხარ და ყოველთვის ჩემს გულში იქნები❣️შეხვედრამდე…” – წერს ახლობელი.
”ნათელში ამყოფოს შენი სული უფალმა,აქაც კარგი ადამიანი იყავი და ღმერთსაც კარგი უნდოდა ალბათ თავისთვის,ძალიან მენანებიი სიკვდილისთვის” – წერს მეორე ახლობელი.
წყარო:niustv.com