მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ:
“ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე საკმაოდ დიდი ფართობი იწვის, ადგილზე მობილიზებულია 21 სახანძრო-სამაშველო ცისტერნა.
დამატებითი ჯგუფები ასევე მოდიან რუსთავიდან და წყნეთიდან.
მეხანძრე- მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რადგან მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება.”