“ადგილზე მოკლა საცოდავი გოგო, მთელი სხეული დალეწილი ჰქონდა..”– ნახეთ 17 წლის გოგონა უმძიმეს ვითარებაში დაიღუპა, ცნობილია ვინაობა

0

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგოს დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ავარიის დეტალებზე წერს, თუ რა მოხდა სინამდვილეში:
,,აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი… მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე.

ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა.

გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი…”, – წერს გოგოს დეიდა სოციალურ ქსელში.

Share.