“ადგილზე გარდაიცვალა,5 წლის ბავშვი ველოსიპედით კატაობდა და..” – ნახეთ უმძიმესი ტრაგედია ამწუთებში დატრიალდა

0

ცოტახნის წინ საშინელი ავარია მოხდა, რასაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დედოსფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 5 წლის ბავშვს მანქანამ დაარტყა.ძლიერი შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სხვა რეგიონიდან სოფელში სტუმრად მყოფი მცირეწლოვანი ბიჭი, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

“ოჯახი იყო სტუმრად ჩამოსული, ჭირის სუფრაზე. ეს ბავშვი სხვებთან ერთად ყოფილა. დანარჩენი ბავშვები უკან მიჰყვებოდნენ, ველოსიპედით. როგორც ჩანს, ჩქარა უნდოდა გადასვლა და ამასობაში, გზაზე მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა” – ამბობენ თანასოფლელები.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წყარო:daqali.club

Share.