ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.„აჭარა.News-ის“ ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი ნიკა გვიანიძეა. ის ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი იყო.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო:ambavi.club