მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ადგილობრივი კლინიკიდან ის თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. გარდაიცვლილია ასევე კიდევ ერთი 40 წლამდე ქალი.
არსებული ინფორმაციით, ქალს აივნის ნანგრევები თავში დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.