“საზოგადოება სამსახურებიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც არ მოგაკლდებათ და..” – ნახეთ ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს

0

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში არქივიდან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუ 2010 წლის ივნისითაა დათარიღებული.
ინტერვიუს ბოლოს კაკულია ქართველებს მიმართავს:
„ძალიან მინდა, მივესიყვარულო ჩემს ხალხს.
მიყვარხართ და გეფერებით, ჩემო ქართველებო! არ გაბედოთ უიმედობა. ნაწინასწარმეტყველები ნათელი და გაბრწყინებული დრო ახლოსაა და თითოეული ქართველის ოჯახში შევა ის ენერგია, რომელიც თავისუფალ, მშვიდ ცხოვრებას მოგიტანთ.

სამსახურებიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც, თქვენი შვილებიც ისწავლიან და აქედან დაიწყება 23-ე საუკუნის 30 მილიონი ქართველის „შეკრებაც“.

საქართველოს ვერავინ მოერევა! გახსოვდეთ ეს.

ჩვენ ვმრავლდებით, ვვითარდებით და, მეათასედ ვიმეორებ: საქართველო გახდება ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო!

შადიმანებს, რა თქმა უნდა, ამის გაგონება არ უნდათ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ასეთი იქნება რეალობა. მოკლე ხანში კი კიდევ უფრო მეტს აეხდება ნიღაბი. ვხედავ და ვიცი, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ.

დაბოლოს, ისევ გავიმეორებ 1992-1993 წლებში ნაწინასწარმეტყველებს: „რუსის ჯარი გარბის თავისი საზღვრების დასაცავად!“

ღმერთმა დაგლოცოს, საქართველო!“

Share.