“ხელი ჰქონდა პირზე აფარებული და..” – ნახეთ თი მაჭავარიანზე 6-მა ბიჭმა იძალადა. უმძიმესი ვიდეო

0

თი მაჭავარიანმა ღამის პრაიმთაიმის ეთერში, სადაც უმძიმესი ამბავი გაიხსენა, რომელიც სკოლის პერიოდში გადახდა.
„ასე ვთქვათ, უხეშად, პრაქტიკაში მომიწია ძალიან ბევრი რაღაცის გაგება და არა თეორიულად. დღემდე მახსოვს ძალიან ტრავმირებულად ჩარჩენილი მაქვს ქვეცნობიერში, რამაც შემდეგ გამოიწვია ძალიან ბევრი კომპლექსი. არ ვიცოდი საერთოდ სექსუალური კავშირის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და დაახლოებით, მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა სკოლელმა ექვსმა ბიჭმა ჩემზე იძალადა და სექსუალურად შემავიწროვა, იძალადეს.

მე ვადანაშაულებდი საკუთარ თავს, მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო. მეგონა, რომ მე ვიყავი ცუდი. სახლში ვერ დავმალე იმიტომ, რომ იქვე ყვირილი ავტეხე, თავიდან პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, ვერ ვამბობდი ვერაფერს, შემდეგ ვუკბინე, კბენის შედეგად კბილი მომტყდა და ღრიალი რომ დავიწყე, სკოლაში მოხდა ეს ყველაფერი, შემოცვივდნენ, ბიჭები გავარდნენ გარეთ და დაურეკეს ეგრევე ჩემს მშობლებს…“, – იხსენებს თი მაჭავარიანი.

”ამ გოგოსთან მქონდა ხანმოკლე შეხება ერთ-ერთ “რეივზე.” გვერდიგვერდ ვცეკვავდით, როცა მეორე მხრიდან ბიჭმა დაიწყო ჩემი შევიწროვება. თიმ შენიშნა და მყისიერად გამოხატა მზაობა მომეხმაროს და მომაცილოს ეს ტიპი. ძალიან მესიამოვნა. რაღაცნაირი “ქალური ძალის ერთობა” ვიგრძენი. ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეს გოგო.❤️
ვწუხვარ ასეთი მატრავმირებელი ეპიზოდისთვის და
დიდი პატივისცემა ჩემგან სითამამისთვის, ამაზე ხმამაღლა ისაუბრო! ჰაერივით სჭირდება საზოგადოებას მსგავს თემებზე უშიშრად საუბარი!
#არაძალადობას” – წერს ერთ-ერთი მაყურებელი.

Share.